მსჯელობის
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
თემისა და პრობლების განსაზღვრა
|
სწორად განსაზღვრავს თემას და მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე,
მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები
|
არასრულყოფილად აყალიბებს თემას, მიზანს, პრობლემატიკას
|
მხოლოდ დახმარების საშუალებით შეუძლია ზოგადად ჩამოაყალიბოს
თემა
|
ვერ ახერხებს კონკრეტული თემატიკის და პრობლების განსაზღვრას
|
ანალოგიებისა და პარალელების განსაზღვრა
|
მასალას იცნობს კარგად, შეუძლია დაძებნოს ანალოგიები
და განსაზღვროს პარალელები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები
|
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური სიტუაციები
|
დახმარების შედეგად შეუძლია პარალელების გავლება და
ანალოგიების ამოცნობა
|
დახმარებითაც ვერ ახერხებს ამოიცნოს პარალელები
|
საპრეზენტაციო უნარები
|
საკითხს ზუსტად და ამომწურავად გადმოსცემს, იყენებს
შესაბამის ტერმინოლოგიას, კარგად აქვს პრეზენტაცია ორგანიზებული. წარმატებით იყენებს
არავერბალურ საშუალებებს.
|
მსჯელობს, მაგრამ თხრობისას დარღვეულია ლოგიკურობა,
ტერმინოლოგია არასრულყოფილია. იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტისთვის.
|
პრეზენტაცია ზოგადია, მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან
კონტაქტის დამყარებას.
|
პრეზენტაცია არაადეკვატურია. ძირითადად პერიფრაზია
და ბუნდოვანი. ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
მეტყველების გამართულობა. წინადადებების კონსტრუირება
|
მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა. იყენებს
ენობრივ-გამომსახველობით ხერხებს.
|
მეტყველებს გამართულად, იცავს მართლმეტყველების წესებს.
მსჯელობის დროს იშვიათად, მაგრამ მაინც უშვებს შეცდომებს.
|
მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს, იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს.
|
არ იცავს მართლმეტყველების წესებს, უჭირს გამართულად
საუბარი.
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
მსჯელობაში მონაწილეობა
|
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს საკლასო
მსჯელობას.
|
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
|
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
|
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, საკითხს
აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად.ს აკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
საკითხს აშუქებს გასაგებად, გარკვევით, თუმცა ხარვეზებით.
|
ვერ ახერხებს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემას.
|
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუტება
|
ყოველთვის არგუმენტირებულად და დამაჯერებლად წარმოადგენს
საკუთარ მოსაზრებას.
|
ძირითადად დამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას.
ზოგჯერ არგუმენტირებას აკლია დამაჯერებლობა.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოჩენას.
|
იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების
წარმოდგენას.
|
ტექსტზე მუშაობა
|
კარგად ახერხებს პერსონაჟების კონფლიქტის მიზეზების
ამოცნობას, კონცეპტუალური იდეის განსაზღვრას, პრობლემის განზოგადებას.
|
ძირითადად ახერხებს პერსონაჟების კონფლიქტის მიზეზების
ამოცნობას, კონცეპტუალური იდეის განსაზღვრას, პრობლემის განზოგადებას.
|
დახმარების გარეშე ვერ ახერხებს ამოიცნოს კონფლიქტის
მიზეზები და მთავარი იდეა განსაზღვროს.
|
უჭირს ან ვერ ახერხებს ამოიცნოს კონფლიქტის მიზეზები,
დაახარისხოს ინფორმაცია.
|
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
|
კორექტულია სხვათა მიმართ, მაშინაც როცა არ ეთანხმება
მას.
|
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას.
|
უსმენს სხვებს და ცდილობს ზოგჯერ ჩაერთოს საუბარში.
აცდის საუბრის დამთავრებას.
|
არ უსმენს სხვებს და არც საკუთარ აზრს გამოხატავს.
|
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
ჯგუფში წევრების ჩართულობა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში. ყველა თანაბრად
ინაწილებს პასუხისმგებლობას.
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა ყველა
თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას.
|
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, დანარჩენები
მხოლოდ მსმენელები არიან
|
მუშაობს მხოლოდ ერთი, დანარჩენები პასიური მსმენელები
არიან.
|
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
|
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის
მოსმენის უნარი და შეუძლიათ თანამშრომლობა.
|
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, ახერხებენ თანამშრომლობა.
|
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, თუმცა ყოველთვის
ვერ თანამშრომლობა.
|
არა აქვთ თანაშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.
|
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
|
წარმოდგენილი დავალება აზრობრივად და ენობრივად გამართულია,
შეესაბამება დავალებას მოძიებული ინფორმაცია
|
წარმოდგენილი დავალება აზრობრივ-ენობრივად გამართულია,
თუმცა შეინიშნება ენობრივი ხარვეზები, შეესაბამება დავალებას მოძიებული ინფორმაცია
|
დავალებაში სერიოზული ხარვეზებია. მოძიებული ინფორმაცია
რამდენადმე შეესაბამება დავალებას.
|
წარმოდგენილი დავალება გაუმართავია. ინფორმაცია მოძიებული
არ არის.
|
დროის ლიმიტი
|
სრულად იცავს დროის ლიმიტს.
|
იცავს დროის ლიმიტს.
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
|
არ იცავს დროის ლიმიტს.
|
ხელმოწერა: ლ. ნიკურაძე
თარიღი: 15.07.2018
Комментариев нет:
Отправить комментарий