სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის
სახელწოდება:ო,ენავ ჩემო,დედაო ენავ!
2.პროექტის მთავარი
იდეა(თემა)მშობლიური ენის სიწმინდეზე ზრუნვა და მისი დაცვა
3.პროექტის აქტუალობა:მშობლიური
ენის ღირსება შელახულია,ყველგან და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მშობლიური ენის უფლებები,ენა
დაბინძურდა ბარბარიზმებით,ანგლიზმებით,კალკით,ჟარგონებით
4.პროექტის
მიზანი:დავიცვათ ენის სიწმინდე,გავათავისუფლოთ ენა ბარბარიზმებისგან,ანგლიზმებისგან,ჟარგონებისა
თუ სხვადასხვა სტილური ხარვეზისგან
5.მონაწილეთა
ასაკი:13-14 წელი
6.ვადები-ხანგრძლივობა:პირველი
სემესტრი
7მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შექმნეს ინტერნეტრესურსი
ენის სიწმინდესთან დაკავშირებით,ფეხით მოიარეს ქალაქი და ამოიწერეს ის ფორმები,რომლებზეც
ქართული ენა დამახინჯებული და დაკნინებულია(ინგლისური წარწერები და დასათაურება ბილბორდებზე,ბარბარიზმები
სავაჭრო დახლებსა თუ კვების ობიექტებში,ამოიწერეს ჟურნალისტების მიერ ქართული ენის
დამახინჯების შემთხვევები,ჩაატარეს ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით
8.პროექტისთვის
საჭირო რესურსები:ფლაიერები,ფლიფჩარტი,სლაიდები,პროექტორი
9.პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):დაამზადეს პლაკატები,დაარიგეს ფლაიერები, დაამზადეს
და დაარიგეს ბარათები ამ თემასთან დაკავშირებით
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავრიში:მშობლიური ენის სტანდარტების ის პუნქტები,რომლებიც
უშუალოდ ენის სიწმინდის დაცვას ემსახურება
ქართ. VII. 9.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით
ინდიკატორები
·
ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს, საქმიანს);
·
ამოიცნობს და განმარტავს ზოგიერთ სტილისტურ ხერხს (მაგ., განმეორებას, პარალელიზმს და ა.შ.);
·
ამოიცნობს და განმარტავს აუდიტორიაზე ზემოქმედების ენობრივ საშუალებებს ტექსტში (სინტაქსურ კონსტრუქციებს, სპეციფიკურ ლექსიკას, ფრაზეოლოგიზმებს, მყარ შესიტყვებებს);
·
განმარტავს ენის არასალიტერატურო ფორმების (ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის) გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლიანა ნიკურაძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:liananikuradze30@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liananikuradze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий