გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმის შაბლონი

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ლიანა ნიკურაძე  37001015866
საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:      საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა:        17
გაკვეთილის თემა:          ჭაბუა ამირეჯიბის  მოსე  ზამთარაძის ნაამბობი (შემაჯამებელი
გაკვეთილის მიზანი:  ორი საპირისპირო ხასიათისა და მსოფლმხედველობის კონფლიქტის მიზეზების ამოცნობა. ნაწარმოების კონცეპტუალური იდეის განსაზღვრა. მოსწავლემ შეძლოს ავტორისეული პოზიციის დანახვა და სწორად ჩამოყალიბება. ნაწარმოებში გადმოცემული პრობლემის განზოგადება. ცხოვრებაში მსგავსი პრობლემის იდენტიფიკაცია და პრობლემის გაანალიზების შემდეგ სწორი და საღი დასკვნების გამოტანა. მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის სწორად წაკითხვას, იმსჯელებენ არგუმენტირებულად და გამოიტანენ ადეკვატურ დასკვნებს.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს,აცნობს გაკვეთილის მიზნებს.
პრორექტორით კედელზე აჩვენებს წარმოდგენილ აქტივობას, რომ ვიზუალურმა მასალამ გაუადვილოს აღქმა კედელზე გამოკრულია რუბრიკა შეფასების
მთელ კლასთან მუშაობა
პრორექტორი, ეკრანი, ლეპტოპი, შეფასების რუბრიკა
2წთ
2
მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვებს
1 )რატომ აირჩცია მწერალმა მოქმედების ადგილას სამყაროსაგან მოწყვეტილი საირმის ტყე.
2) ვინ არის ამბის მთხრობელი და რაში დაჭირდა მწერალს უცხო კაცების შემოყვანა ტექსტში
3) დავუშვათ ამ ამბავს გვიყვება არა მოსე არამედ ასინეთა, რა შეიცვლებოდა?
4) ვინ არიან პერსონაჟები?
გონებრივი იერიში

მუშაობა მთელ კლასთან
წინარე ცოდნა
5წთ
3
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას, ურთიერთსწავლების მეთოდით დაამუშაონ ტექსტი, ჯგუფის თითოეულ წევრს აძლევს მისთვის დაძლევად აქტივობას.
ურთიერთსწავლების მეთოდი
ჯგუფური
წიგნი,მარკერი, ფლიპჩარტი
12წთ
4
მოსწავლეები ინდივიდუალურად წარმოადგენენ თავიანთი ჯგუფის ნამუშევარს
მინიპრეზენტაცია
ჯგუფის ნაშრომს ინდივიდუალურადას წარმოადგენს მოსწავლე
ჯგუფის ნაშრომი და დაფა
7წთ
5








6
მასწავლებელი დავალებას აძლევს მოსწავლეებს რათვისებები დაინახეს არქიფო  სეთურში, თაბაგარი ასინეთას წყვილში, დათა თუთაშხიაში

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ინერნეტრესურსს
კითხვა-პასუხი








ვიდეო მასალის წარმოდგენა
მუშაობა მთელ კლასთან







მუშაობა მთელ კლასთან
ცარცი, დაფა








პროექტორი
5წთ








5წთ
7
მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს
1)რისი მეტაფორაა სამრმის ტყე
2) რა მახასიათებლები გააჩნია ტოტალიტარიზმს და საირმის ტყის კოლონიას
3) როგორია არქიფოს იმედის ტექნოლოგია
4) რატომ დამთავრდა კრახით დათას მცდელობა
კითხვა-პასუხი
მუშაობა მთელ კლასთან
ტექსტი
6წ
8
ურთიერთშეფასება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება, თვითშეფასება
დაკვირვება საკუთარ და სხვათა აზროვნების პროცესზე
მუშაობა მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკა
2წთ
9
საშინაო დავალება
ინსტრუქტაჟი
მუშაობა მთელ კლასთან

1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შეძლებს ტექსტის სწორად წაკითხვას და ანალიზს
                                                                           განსაზღვრავს ტექსტის მთავარ სათქმელს
                      ამოიცნობს ტექსტში ფაქტობრივ კონცეფტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას



შეფასება:
მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)


მსჯელობის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
თემისა და პრობლების განსაზღვრა
სწორად განსაზღვრავს თემას და მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები

არასრულყოფილად აყალიბებს თემას, მიზანს, პრობლემატიკას
მხოლოდ დახმარების საშუალებით შეუძლია ზოგადად ჩამოაყალიბოს თემა
ვერ ახერხებს კონკრეტული თემატიკის და პრობლების განსაზღვრას
ანალოგიებისა და პარალელების განსაზღვრა
მასალას იცნობს კარგად, შეუძლია დაძებნოს ანალოგიები და განსაზღვროს პარალელები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები

შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური სიტუაციები
დახმარების შედეგად შეუძლია პარალელების გავლება და ანალოგიების ამოცნობა
დახმარებითაც ვერ ახერხებს ამოიცნოს პარალელები
საპრეზენტაციო უნარები
საკითხს ზუსტად და ამომწურავად გადმოსცემს, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, კარგად აქვს პრეზენტაცია ორგანიზებული. წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს.

მსჯელობს, მაგრამ თხრობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ტერმინოლოგია არასრულყოფილია. იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტისთვის.
პრეზენტაცია ზოგადია, მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
პრეზენტაცია არაადეკვატურია. ძირითადად პერიფრაზია და ბუნდოვანი. ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
მეტყველების გამართულობა. წინადადებების კონსტრუირება
მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა. იყენებს ენობრივ-გამომსახველობით ხერხებს.
მეტყველებს გამართულად, იცავს მართლმეტყველების წესებს. მსჯელობის დროს იშვიათად, მაგრამ მაინც უშვებს შეცდომებს.
მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს, იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
არ იცავს მართლმეტყველების წესებს, უჭირს გამართულად საუბარი.

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა

კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
მსჯელობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას.

ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში.
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად, საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.

სათქმელს გადმოსცემს ნათლად.ს აკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
საკითხს აშუქებს გასაგებად, გარკვევით, თუმცა ხარვეზებით.
ვერ ახერხებს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემას.
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუტება
ყოველთვის არგუმენტირებულად და დამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას.
ძირითადად დამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას. ზოგჯერ არგუმენტირებას აკლია დამაჯერებლობა.

ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოჩენას.
იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას.
ტექსტზე მუშაობა
კარგად ახერხებს პერსონაჟების კონფლიქტის მიზეზების ამოცნობას, კონცეპტუალური იდეის განსაზღვრას, პრობლემის განზოგადებას.

ძირითადად ახერხებს პერსონაჟების კონფლიქტის მიზეზების ამოცნობას, კონცეპტუალური იდეის განსაზღვრას, პრობლემის განზოგადებას.

დახმარების გარეშე ვერ ახერხებს ამოიცნოს კონფლიქტის მიზეზები და მთავარი იდეა განსაზღვროს.
უჭირს ან ვერ ახერხებს ამოიცნოს კონფლიქტის მიზეზები, დაახარისხოს ინფორმაცია.
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
კორექტულია სხვათა მიმართ, მაშინაც როცა არ ეთანხმება მას.
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას.
უსმენს სხვებს და ცდილობს ზოგჯერ ჩაერთოს საუბარში. აცდის საუბრის დამთავრებას.
არ უსმენს სხვებს და არც საკუთარ აზრს გამოხატავს.




ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
ჯგუფში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში. ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას.
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას.

უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, დანარჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი, დანარჩენები პასიური მსმენელები არიან.
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი და შეუძლიათ თანამშრომლობა.

გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, ახერხებენ თანამშრომლობა.

გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, თუმცა ყოველთვის ვერ თანამშრომლობა.

არა აქვთ თანაშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
წარმოდგენილი დავალება აზრობრივად და ენობრივად გამართულია, შეესაბამება დავალებას მოძიებული ინფორმაცია

წარმოდგენილი დავალება აზრობრივ-ენობრივად გამართულია, თუმცა შეინიშნება ენობრივი ხარვეზები, შეესაბამება დავალებას მოძიებული ინფორმაცია

დავალებაში სერიოზული ხარვეზებია. მოძიებული ინფორმაცია რამდენადმე შეესაბამება დავალებას.
წარმოდგენილი დავალება გაუმართავია. ინფორმაცია მოძიებული არ არის.
დროის ლიმიტი
სრულად იცავს დროის ლიმიტს.
იცავს დროის ლიმიტს.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
არ იცავს დროის ლიმიტს.



ხელმოწერა:      ლ. ნიკურაძე

თარიღი:     15.07.2018

Комментариев нет:

Отправить комментарий